გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს ცნობით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.