Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან კობერიძე: ჩემი მოსაზრებით, იუსტიციის საბჭო საერთოდ დასაშლელია

09 იანვარი, 2019 12:31

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია. ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა, რომ მოსამართლეების დამტკიცების პროცესი პარლამენტში უნდა გადავიდეს, რადგან ის გამჭვირვალეა და დეპუტატები არ ერიდებიან ღია დისკუსიებს. 

„მე რომ მკითხოთ და პირადად მაქვს ეს მოსაზრება, რომ იუსტიციის საბჭო საერთოდ დასაშლელია უკვე ახლა. იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც ის არსებობს და რა ქმედებებსაც ის დღეს სჩადის, არის დასაშლელი. გადმოვიტანოთ მოსამართლეების დამტკიცების პროცესი პარლამენტში, პარლამენტში, რომელიც გამჭვირვალეა, არ ერიდება ღია დისკუსიებს“, - განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი პროფესიონალი იურისტი არსებობს, რომელიც სისტემის გარეთ არის დარჩენილი, რადგან ისინი იუსტიციის საბჭოს თანხმობის გარეშე ამ სისტემაში ვერ შედიან. 

„იმავე სისტემაზე გეტყვით, ძალიან ბევრი გამოცდილი, პორფესიონალი იურისტი არსებობს, რომელიც სისტემის გარეთ არის დარჩენილი. დღეს სისტემა ჩაკეტილია. 300 ადამიანი ამ იუსტიციის საბჭოს თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, სისტემაში ვერ შედის ადამიანი. ეს ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას და არიან ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში გამოცდილებიც არიან, წესიერებიც, პროფესიონალებიც და სამართლიანი გადაწყვეტილებებიც აქვთ მიღებული“,- აღნიშნა კობერიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^