Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა - თი-ბი-სი ბანკის საქმეზე გამოძიება ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობს

09 იანვარი, 2019 14:45

თი-ბი-სი ბანკის საქმეზე გამოძიება 194-ე მუხლით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურატურის წამომადგენელმა განაცხადა. 

მისივე განმარტებით, საქმეზე უკვე დაკითხულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ირკვევა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სააქციო საზოგადოება თი-ბი-სი ბანკის, მისი კლიენტი იურიდიული პირების, აქტიონერებისა და ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლა. გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. რეაგირების მიზნით, მონიტორინგის სამსახურმა მასალებით მიმართა როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე საქართველოს პროკურატურას. 2 აგვისტოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში კომპანიებმა შპს სამგორიელმა და სამგორი თრეიდმა თი-ბი-სი ბანკისგან საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით აიღეს სესხი 17 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს, სესხის სახით, გაიცა ფიზიკურ პირებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე.

„სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს სესხი გადატანილ იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე, ანუ ჩამოიწერა. ხოლო შემგდომ, 2012 წელს ისე რომ ამ კომპანიებს სესხის თანხა არ გადაუხდიათ, ჩანაცვლებულ იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. საგულისმხმოა, რომ ამ კომპანიებს სესხის სახით თანხა არ გაუღიათ და თი-ბი-სისთვის არ აუნაზღაურებიათ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^