
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობისა და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთ-საქართველოს საზღვრის
მიმართულებით) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობისა და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა-ნინოწმინდის გზაზე, ასევე ახალქალაქი-კარწახის მიმართულებ
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე ტრანსპორტირებაში ეხმარებიან.