Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუცნაშვილი: „ოცნებისთვის“ პრობლემა არაა უმრავლესობიდან 10, 20 და თუნდაც 30 დეპუტატის გასვლა

09 იანვარი, 2019 15:34

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს უმრავლესობიდან 10, 20 და თუნდაც 30 დეპუტატის გასვლა, რადგან ისინი მაინც უმრავლესობაში იქნებიან. მისივე თქმით, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგიკულია. ქუცნაშვილმა ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. 

„პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, დღეს უკვე „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს უმრავლესობიდან თუნდაც 10, თუნდაც 20, თუნდაც 30 დეპუტატის გასვლა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ის მაინც უმრავლესობაში იქნება და მეორე მხრივ, პოლიტიკა ხომ მკაცრი კანონების სამყაროა, სადაც ინტერესები პრევალირებს და არა, ხშირ შემთხვევაში, სამართლიანობა და ობიექტურობა. წარმატებული მართვა სწორედ იქ არის, სადაც შეძლებ, რომ სამართლიანობა და ობიექტურობა დაამთხვიო ინტერესებს და არა პირიქით, ინტერესების ქვეშ მოაქციო სამართლიანობისა და ობიექტურობა. ასე რომ, ოცნებისთვის დღეს ტრაგედიას არ წარმოადგენს, არც 10, არც 20 დეპუტატის დაკარგვა. სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგიკული არ არის“, - თქვა ქუცნაშვილმა. 

 ”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^