Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიზნესასოციაცია თი ბი სი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

09 იანვარი, 2019 18:57

საქართველოს ბიზნესასოციაცია მისი წევრი კომპანიის - თიბისი ბანკის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება.

ასოციაციის განცხადებით, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტულ კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ ე.წ. „კულუარებიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის არ გახდეს კომპანიისა თუ მისი მესვეურების წინააღმდეგ ცილისმწამებლური და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი კამპანიის საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში.

„თიბისი ბანკი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, წარმოადგენს მსოფლიოს ათეულობით განვითარებული ქვეყნიდან ინვესტორთა ინტერესებს საქართველოში.

ქართული საბანკო სექტორი დროთა განმავლობაში იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრების, ინვესტორებისათვის და ამ მიღწევას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს იმიჯს.

საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველთვის იცავდა და დაიცავს მისი წევრი ყოველი კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, იქნება ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის თუ გამოძიება, უნდა წარიმართოს და გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის კანონიერი ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემის გზით." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს საქართველოს პროკურატურამ ბანკთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე განცხადება გააკეთა

გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებებს განცხადებითვე გამოეხმაურა თი ბი სი ბანკი. 

პროკურატურამ დოკუმენტაცია 2008 წლის რიგით კანონიერ საბანკო ოპერაციაზე ამოიღო - თიბისი ბანკი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^