Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

H1N1 ვირუსით ინფიცირების შემდეგ თბილისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

10 იანვარი, 2019 11:52

თბილისში H1N1 ვირუსით ინფიცირების შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 22 წლის ქალი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.

„გრიპის ინფიცირებიდან დაახლოებით მეხუთე დღეს დაავადება გართულდა, არსებული სიტუაცია სიცოცხლესთან შეუთავსენებლი იყო შემოსვლისასაც და მიუხედავად დაწყებული ინტენსიური მკურნალობისა, მდგომარეობა ვერ გამოსწორდა", - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინა ეზუგბაია.

ექიმების თქმით, თავდაპირველად პაციენტი ბორჯომის კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო როდესაც თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^