ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოუწოდებს ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, ვინც საქართველოში პრეპარატ „ტამიფლუს" დისტრიბუციას ეწევა, "გამოიჩინონ სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები".
"რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ" - ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი, სერგეენკო ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ ამ ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკითაა განპირობებული და თავად წამალს კი არ აქვს განსხვავებულ ფასები, არამედ სხადასხვა ქვეყანა სხვადასხვა დოზით აფინანსებს პრეპარატის შეძენას.
მის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში პრეპარატის დეფიციტი არ არსებობს, თუმცა სახელმწიფომ კვლავ განახორციელა შეკვეთა და ხვალ რეზერვები 10 000 კოლოფით შეივსება.
მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას წამალი არ მიიღონ თვითნებურად და მიმართონ ექიმს.