ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკა ბესელიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება და დღეს ვხედავთ ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება იმ საკითებთან მიმართებაში, რომელიც არ ემთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის აზრს. ყველა, ვინც გადადგამს საწინააღმდეგო ნაბიჯს, ის იქნება დასჯილი. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს პარტიული დიქტატურა,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
ივანიშვილის შეფასებით, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.
„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული", - აღნიშნავს ივანიშვილი განცხადებაში.