„თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. წამოსვლა ამ შემთხვევაში შეიძლება ვერც მოვახერხო... ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ, არაადეკვატური გავხდები... რაში გამოიხატება ეს, მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, გედევან ფოფხაძემ უზენაესის მოსამართლეების სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „კავკასიის" გადაცემა „ბარიერში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი მისი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა, ამიტომ უკან ვერ დაიხევს.
„... შეიძლება საერთოდ არაადეკვატური გავხდე და ისეთი რამე გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება", - განაცხადა ფოფხაძემ.