
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მიიღება სწორი გადაწყვეტილება მოსამართლეების შესახებ, ამბოხებული დეპუტატები კი რას იტყვიან, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.
„სწორი პროცესი წარიმართება პარლამენტში, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.