ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გუშინ H1N1 ვირუსით 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, - ამის შესახენ „ლიბერალს" ევექსის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ნიორაძე ამბობს, მდგომარეობის დამძიმების მიზეზი დაგვიანებული მიმართვა იყო.