Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ. გირაოთი გაათავისუფლეს

11 იანვარი, 2019 16:53

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ცრუ ჩვენების ბრალდებისთვის დაკავებულ დ.ღ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა. 6-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ მას 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. 

„ვერაფერს გეტყვით, გარდა ერთისა, რომ აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ. ეს 6 თვე არ უნდა ყოფილიყო ბავშვი იქ, სადაც იყო. აქამდეც შეიძლებოდა გირაოთი გაეშვათ“, - განაცხადა პროცესის შემდეგ ბრალდებულის მამამ. 

ბრალდებულის ადვოკატმა, გოჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

„თქვენ ნახეთ, რომ მოსამართლე, რომელიც საათზე მეტი იყო სათათბიროში გასული, რომელიც  ფიქრობდა და, ჩემი ვარაუდით, შესაძლებელია,  ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და შეიცვალა აღკვეთი ღონისძიება, რაც აქამდეც უნდა მომხდარიყო. ცალსახად გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო. ყველა მოწმემ დაადასტურა მისი უდანაშაულობა“, - თქვა ადვოკატმა. 

2018 წლის 21 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც პროკურატურის ცნობით, გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^