
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ხვდება. მან თავის მოხსენებაში ცილისწამების შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციით არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, თუმცა აქვს „მორალური ინიციატივის“ უფლება.
„კიდევ ერთი თემა, რომელიც მე ვახსენე ჩემი საახალწლო მილოცვის დროს და რომელზეც მინდა, ვისაუბრო, ეს არის ცილისწამების შესახებ კანონი.
როგორც იცით, პრეზიდენტს არ აქვს ახალი კონსტიტუციით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება ან მორალური ინიციატივის უფლება, რომელიმე თემა აწიოს და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას და საზოგადეობას. ეს არის ის თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოწია საზოგადოებაში. საჭიროა ამის დაწყნარება.
ამავე დროს მე კარგად მესმის, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი დაპირისპირებაშია, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს. მაგალითად, საფრანგეთი, რომელმაც მიღო კანონი ცილისწამების შესახებ, მაგრამ საკონსტიტუციომ დაამტკიცა რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან არც მთავარ ადამიანის უფლებებთან. ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა