
ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
მანამდე მან ჟურნალისტებს მოუთხრო იმ საქმეების შესახებ, რაც გაპრეზიდენტების შემდეგ გააკეთა - ამ ხნის განმავლობაში რომელ კანონებს მოაწერა ხელი და ა.შ.
ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად მან აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობა არც ერთი პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ არის და ის პრეზიდენტად ქართველი ხალხის ნებითაა არჩეული.