საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის არც წევრად და არც თავმჯდომარედ არ განიხილება:„ეს მისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და ჩემს მეგობარს ამას არ ვუსურვებ".
შეკითხვაზე, რა პრინციპით აირჩევა კომისიის შემადგენლობა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ კომისიის წევრებს აირჩევენ სანდოობის და სინდისის პრინციპით.