დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს, რომ 2017 წელს პუტინთან გამართული საუბრის დეტალებს მალავს.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპმა 2017 წელს პუტინთან შეხვედრის შემდეგ თარჯიმანს სანიშნი ფურცლები გამოართვა.
პუტინთან ტრამპის პირისპირ შეხვედრა ჰელსინკიში გაიმართა და იგი ორ საათს გაგრძელდა.
2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ტრამპის რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ფედერალური გამოძიება გრძელდება.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ურევია თუ არა რუსეთის ხელი ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში.