აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება, თუკი იგი სირიაში ქურთ მეომრებზე იერიშს მიიტანს. ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ არც ის უნდა, ქურთებმა თურქეთის პროვოცირება მოახდინონ.
„ვიწყებთ სირიიდან ჯარების გაყვანის პროცესს, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ამავდროულად ვაგრძელებთ ძლიერ იერიშს ISIS-ის შემორჩენილ მცირე ტერიტორიულ ხალიფატზე სხვცადასხვა მხრიდან. კიდევ მივიტანთ იერიშს უახლოესი ბაზიდან, თუკი ისევ წარმოიქმნება. თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ, თუკი ქურთებზე იერიშს მიიტანენ. შევქმნი 20-მილიან უსაფრთხო ზონას" - წერს ტრამპი.
Starting the long overdue pullout from Syria while hitting the little remaining ISIS territorial caliphate hard, and from many directions. Will attack again from existing nearby base if it reforms. Will devastate Turkey economically if they hit Kurds. Create 20 mile safe zone....
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 13, 2019
ამერიკული ძალები ქურთ მებრძოლებთან ერთად ჩრდილო სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თურქეთი ქურთულ დანაყოფს ტერორისტებად მიიჩნევს - პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, იგი აღშფოთებულია მხარდაჭერით, რომელსაც ამ ჯგუფის მიმართ ამერიკა იჩენს და მათი განადგურების პირობას დებს.
ტრამპის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „უსასრულო ომები უნდა დასრულდეს".
„ანალოგიურად, არ მინდა რომ ქურთებმა მოახდინონ თურქეთის პროვოცირება. რუსეთი, ირანი და სირია დიდი ხანია სარგებელს იღებენ სირიაში ISIS-ის, ბუნებრივი მტრების განადგურებისთვის ბრძოლის აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკით. ამით სარგებელს ჩვენც ვიღებთ, თუმცა დროა, მეომრები სახლში დავაბრუნოთ. უსასრულო ომები უნდა დასრულდეს!" - წერს ტრამპი.
....Likewise, do not want the Kurds to provoke Turkey. Russia, Iran and Syria have been the biggest beneficiaries of the long term U.S. policy of destroying ISIS in Syria - natural enemies. We also benefit but it is now time to bring our troops back home. Stop the ENDLESS WARS!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 13, 2019
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ოდენობით ზარალი მიადგება თურქულ ეკონომიკას, თუკი ისინი ქურთ მეომრებს დაესხმებიან თავს.
აშშ-მა თურქეთს სავაჭრო ტარიფებზე სანქციები აგვისტოში დაუწესა ამერიკელი სასულიერო პირის დაკავების გამო. პასტორი ენდრიუ ბრუნსონი ოქტომბერში გაათავისუფლეს.