აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსეთისთის მუშაობდა.
„რუსეთისთვის არასდროს მიმუშავია" - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. ტრამპმა უარყო The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პუტინთან შეხვედრის დეტალების ამსახველი თარგმანი თარჯიმანს ჩამოართვა.
The New York Times-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიმართ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.
გამოცემა წერს, რომ FBI-ის ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ტრამპმა საგამოძიებო უწყების დირექტორი ჯეიმს კომეი 2017 წლის მაისში გაათავისუფლა. ამ საქმის გამოძიება რობერტ მიუელერმა გადაიბარა. მან უნდა დაადგინოს, მიუძღვის თუ არა კრემლს წვლილი ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში.