"უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს" - ამ სათაურით ვრცელდება პეტიცია, რომელში საქართველოს ეკლესიის საერო და სასულიოერო წევრები სინოდს მოუწოდებენ "საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული".
გთავაზობთ პეტიციის ტექსტს:
უწმიდესო და უნეტარესო,
ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილები გულისყურითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პროცესებს. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის წარმოშობილი დავა, რომელიც უკრაინაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანების მცდელობით იყო განპირობებული, ხოლო შემდგომ უკრაინის ახალი მართლამდიდებელი ეკლესიის დაარსებითა და მისთვის მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემით დასრულდა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
ჩვენთვის ცნობილია ის სირთულეებით სავსე გზა, რომელიც გაიარა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად უკანონოდ და ძალადობრივად მიტაცებული ავტოკეფალიის პირობებში. გვახსოვს ის სიხარულიც, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ ავტოკეფალიის აღდგენასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადმოცემას მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია არასდროს გამხდარა ეჭვის საგანი. ამ ისტორიული მეხსიერების ფონზე, ჩვენს მორალურ ვალდებულებად მივიჩნევთ უკრაინის ეკლესიისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას.
ვეცნობით რა ყველა სიახლეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მართლმადიდებელი აღმსარებლობის შეურყვნელად დამოწმებას. განვითარებული მოვლენები კი საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი. იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა კი შესაძლოა, საფუძველი გახდეს მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ახალი საეკლესიო განხეთქილებისა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნილი დავა არადოქტრინალურ ხასიათს ატარებს.
შესაბამისად, ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოგმართავთ შვილობრივი თხოვნით, საკითხის სინოდალური განხილვის დროს ეკლესიის სამწყსოს აზრიც გაითვალისწინოთ.
საქართველოს ეკლესიის წევრები
უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერის თხოვნით სინოდს პეტიციით მიმართავენ
15 იანვარი, 2019
10:53
კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
სექტემბერი
27
სექტემბერი
ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08
სექტემბერი
08
სექტემბერი
„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...
13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06
სექტემბერი
06
სექტემბერი
ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...
ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^