ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ავარია გუშინ ღამით მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.