გორში საპროტესტო პლაკატები გამოჩნდა.
პლაკატზე გამოსახულია თემურ მანველიშვილი, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ მან სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.
მოგვიანებით პროკურატურამ გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად არ ცნო.