Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიცია გამოხატოს

15 იანვარი, 2019 11:59

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ხელისუფლებისგან მოითხოვს, გამოხატონ პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაზე.

პარლამენტის წევრის თქმით, რუსული ეკლესია არის პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტი და ამის გამო, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხია. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ ამ თემაზე.

„ყველას გვესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში ეკლესია არის შერწყმული ხელისუფლებასთან, პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიასა და მთლიანად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენა და არ არის მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება. ჩვენ საქართველოში გვაქვს ნანახი, როგორ იყენებს რუსული ეკლესიის გავლენას პუტინის რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ. პირდაპირ აგრესიასა თუ პროპაგანდაში ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ“, - თქვა გიგა ბოკერიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მიულოცეს უკრაინელ ხალხს ეს გამარჯვება, მაგრამ ხელისუფლებაში მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა პოზიცია და ისიც გაუგებარი იყო.

„მან ეკლესიისკენ გაიშვირა ხელი, რაც ფუნდამენტურად არასწორია, რადგან ჩვენი კონსტიტუციით, სახელმწიფო და ეკლესია არის გაყოფილი.

საზოგადოების წინაშე პირდაპირ ანგარიშვალდებული არის ხელისუფლება. ამიტომ მინდა, მედიის საშუალებით დავუსვა ეს შეკითხვა და მედიამ ჰკითხოს ხელისუფლებას, რატომ აქვთ ის პოზიცია, რაც აქვთ თუ საერთოდ გააჩნიათ პოზიცია“, - თქვა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლებას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს, რადგან საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში მათ დაბარებას აპირებს. თუმცა, ბოკერიას თქმით, საქართველოსთვის ახლა თითოეული დღე პოზიციის გარეშე ზიანის მომტანია.

„თითოეული დღე არის ზიანის მომტანი, როგორც ჩვენი საერთაშორისო პოზიციების, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი ეწევა საქართველოში“, - დასძენს ბოკერია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^