მცხეთის ჯვრის მონასტერთან გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები და ტაძრის გახსნას მოითხოვენ. ჯვრის მონასტერი, მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, მეორე დღეა დაკეტილია.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მონასტერი წინამძღვარმა მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოსური ვაჭრობის მიზეზით აკრძალა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ტაძართან შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი მონასტერს და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოსვლას არ აფარხებენ, ტერიტორიას უვლიან და ელოდებიან მამა კონსტანტინეს არგუმენტებს, თუ რატომ ჩაუკეტა მათ ჯვრის მონასტრის ეზო. თუმცა, მათი თქმით, ტაძრის წინამძღვარი გარემოვაჭრეებთან შეხვედრას თავს არიდებს.
ჯვრის მონასტრის წინამძღოლს თავის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.