Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯვრის მონასტრის საძმო" განცხადებას ავრცელებს

15 იანვარი, 2019 14:49

„ჯვრის მონასტრის საძმოს" განცხადებით, მონასტრის დაკეტვა მათი გამოხატვის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ტაძრის მიმდებარედ გარევაჭრობის პრობლემისკენ საზოგადოებას ყურადღების მიპყრობას.

„საძმოს" განცხადებით, გასულ წლებში სახელმწიფომ ტაძრის მიმდებარედ მოაწყო ავტოსადგომი და მცხეთის საკრებულომ გარევაჭრობა აკრძალა. ამის მიუხედავად, 2017 წლიდან გარემოვაჭრეებმა ავტოსადგომის ტერიტორია უნებართვოდ დაიკავეს და დაიწყეს უკანონო საქმიანობა. ჯვრის მონასტროს „საძმოს" განცხადებით, ისინი წელიწადზე მეტია უშედეგოდ ითხოვდნენ ამ პრობლემის მოგვარებას და დაუშვებლად მიაჩნიათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე უმოქმედობა.

„მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის წარმოადგენს წმინდა ადგილს. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის ის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. იგი UNESCO-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა და მისდამი ზრუნვა ითავა სახელმწიფომ და წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა.

მრავალი წელია ტაძრის მოსალოცად და მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მორწმუნეები და ტურისტები. მცხეთის ჯვრის მონასტერის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა.

სწორედ ამიტომ გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ.

ამის მიუხედავად, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.

გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად იასახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით მეორე დღეა დაკეტილია. ტაძართან შეკრებილები არიან გარემოვაჭრეები და მის გახსნას ითხოვენ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი მონასტრის ფუნქციონირებას, მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოსვლას არ აფარხებენ და ტერიტორიას უვლიან. არგუმენტების მოსასმენად კი მონასტრის წინამძღოლთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^