„პირველი არხის" ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც მცხეთის მერმა გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. მისი თქმით, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილიზებულ ფორმებს მიიღებს.
მღვდელ დანიელის თქმით, მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ღიაა მრევლისა და ვიზიტორებისთვის.
მცხეთის ჯვრის მონასტერი ვიზიტორებისთვის სამი დღის განმავლობაში იყო დახურული.