თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჩიჩილაკებისა და ნაძვისხეების ჩასაბარებლად სპეციალური ადგილები გამოიყოფა.
„დასრულდა საახალწლო დღეები და ბევრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ სად წაიღოს გამოყენებული ნაძვისხეები და ჩიჩილაკები. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მათი მოხვედრა სანაგვე კონტეინერებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში დაიწყება აქცია, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ჩიჩილაკები და ნაძვისხეები. კონკრეტული ადგილები იქნება მოცემული, მაგალითად, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, ვერის ბაღი. შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოსახლეობა მიიტანს ჩიჩილაკებს, ნაძვისხეებს და ჩააბარებენ, შემდეგ მოხდება მათი დამუშავება და გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.