ინფორმაცია პროკურატურაში „ლიბერალს" დაუდასტურეს, რომ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქტივისტ გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა, რითაც გიორგი მაქარაშვილი დაამცირა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება
„2018 წლის 10 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მომხდარ ფაქტზე, 2019 წლის 16 იანვარს გიორგი მაქარაშვილი დაზარალებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტები გიორგი მაქარაშვილი, ანა ჭარხალაშვილი და ლუკა იმედაშვილი ქალაქ გორში გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მარტავდნენ საპროტესტო აქციას. მათ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დაყარეს პურის მარცვალი და ნაკელი. აქციის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეები კიბეებს ასუფთავებდნენ და მიტანილ ნაგავს პლასტმასის ურნაში ყრიდნენ, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა აქტივისტ გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა, რითაც გიორგი მაქარაშვილი დაამცირა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“,-განუცხადეს „ლიბერალს“ პორკურატურაში.