სახალხო დამცველის განცხადებით, 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა - ამის შესახებ ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
„გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა. 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარმოებული მონიტორინგის მიხედვით, სკოლის სანიტარული ობიექტები მოქმედი სრულად ტექნიკურად გამართული და სუფთა 108 სკოლიდან მხოლოდ 18 სკოლაშ იყო, რომელიც მხოლოდ 16%-ს შეადგენს. ადიგლობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი უდნა შეუწყონ წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას და წყლის ხარისხის ამაღლებას" - თქვა ლომჯარიამ.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს.
ლომჯარია ამბობს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან სიღარიბის და არასათანადო ცხოვრების დონის საფუძვლით ბავშვის გამოყვანა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ოჯახების გაძლიერებას.