Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა დაადგინა გაეროს კომიტეტმა ბურკის აკრძალვის საკითხზე - ლომჯარიას განმარტება

16 იანვარი, 2019 14:24

ბურკის აკრძალვის საკითხზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კომიტეტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანის შეკითხვას უპასუხა.

როგორც ლომჯარია განმარტავს, მთელ რიგ შემთხვევებში ქალები ბურკას  შეიძლება იძულებით ატარებდნენ და ეს შესაძლოა, დისკრიმინაციულიც იყოს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, სახალხო დამცველის აზრით, ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა, მათი უფლებების დაცვა ვერ იქნება იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაშიც ამ ქალებს უწევთ ცხოვრება.

ნინო ლომჯარიამ პარლამენტის წინაშე მთავარ არგუმენტად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილება დაასახელა, რაც საფრანგეთში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

„ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ არის. სხვათა შორის, საფრანგეთმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუსლიმი ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარება აკრძალა, მაგრამ შემდგომ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა არის დისკრიმინაციული. ეს ბოლო გადაწყვეტილებაა და მოგეხსენებათ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სტანდარტს ადგენს. როგორც კომიტეტი აცხადებს, ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც დიდი წნეხი აქვთ, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის მხრიდან. როგორც კომიტეტმა დაადგინა, აკრძალვა გამოიწვევს არა მათი უფლებების დაცვას, არამედ მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას, ისინი საჯარო ადგილებში თავისუფალ გადაადგილებას ვერ შეძლებენ“, - აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენი გამონაკლისის შესაძლებლობას უშვებს. მისი თქმით,  რა თქმა უნდა, შეიძლება, იყოს რაღაც შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მომსახურების მიღებაა საჭირო, მაგალითად, ფოტოსურათის გადაღება, ან საზღვრის კონტროლი, როდესაც შეიძლება, ეს უფლება შეიზღუდოს, თუმცა საჯარო ადგილებში ამ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა, ლომჯარიას აზრით, ქალების უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ემზარ კვიციანის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ზვიად ტომარაძეა.

კანონპროექტის მიღების მიზეზად კვიციანი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულ ჩადრით, ნიქაბით და ბურკით ტურისტების სიარულს ასახელებს.

განმარტებითი ბარათში დეპუტატი მიუთითებს, რომ აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხებს ტერორიზმის კუთხით.

„ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა. პირველ შემთხვევაზე  500, განმეორებით შემთხვევაზე -1500 ლარი.

კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 169-ე პრიმა მუხლის დამატებას - „საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული“; პროექტში აღნიშნულია, რომ სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითდა ბურკით სიარული - დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^