დიდ დიღომში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ დაუდასტურა.
მისივე თქმით, დაზიანება აქვს მიღებული რამდენიმე ადამიანს. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუირება მოხდა.