დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა - 325 ხმა 306-ის წინააღმდეგ.
მეის მთავრობის უნდობლობის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც 15 იანვარს ბრექსიტის შეთანხმება პარლამენტმა ჩააგდო (432 წინააღმდეგი, 202 მომხრე).
„მე გავაგრძელებ მუშაობას რეფერენდუმის შედეგების აღსრულებასა და ევროკავშირიდან გამოსვლაზე“, - განაცხადა მეიმ.
BBC-ის ცნობით, პრემიერმა ყველა პარტიის ლიდერი მიიწვია ინდივიდუალურ შეხვედრაზე „ბრექსიტის“ საკითხის განსახილველად.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის ისეთი გზები, რომელიც ურთიერთდათმობაზე იქნება დამყარებული“, - დასძინა მეიმ.