Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში 18 ინფრასტრუქტურულ პროექტს 3.4 მილიარდი ევროთი დააფინანსებენ

17 იანვარი, 2019 16:32

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში კავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.

საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. პროექტებს ევროკომისია და მსოფლიო ბანკი ერთად განახორციელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული 18 პროექტიდან 6-ის განხორციელება უკვე მიმდინარეობს და მათი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს. 2020 წლამდე, დაგეგმილია დამატებით 2 პროექტის განხორციელება რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო 2030 წლამდე დაგეგმილია დამატებით10 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.02 მილიარდ ევროს შეადგენს.

ევროკავშირი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოში შემდეგ პროექტებს დააფინანსებს:

ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში – 61,5 მილიონი ევრო;

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალი – 100 მილიონი ევრო;

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი (მეორე ფაზა) – 233 მილიონი ევრო;

გრიგლეთი-ფოთის ხიდი – 25 მილიონი;​

გრიგოლეთი-ქობულეთი ავტომაგისტრალი – 101 მილიონი ევრო;

ბათუმის შემოვლითი გზა სარფამდე – 115 მილიონი ევრო;

ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი – 61,5 მილიონი ევრო;

ჩუმათელეთი – არგვეთის ავტომაგისტრალი – 1,006 მილიარდი ევრო;

კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი – 78,3 მილიონი ევრო;

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალი – 115 მილიონი ევრო;

ალგეთი-სადახლოს გზა – 90 მილიონი ევრო;

სადახლოს მეგობრობის ხიდი – 6 მილიონი ევრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ​„ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავებას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული მიმართულება ასევე განხილულ იქნა 2018 წლის 21ნოემბერს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების უმაღლესი დონის პირველი შეხვედრისფარგლებში. სწორედ აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი იყო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტების შეთანხმება, რომლებიც ხელსშეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირშიინტეგრაციას".

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოება „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული რესურსი, როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და თვითონ პარტნიორი ქვეყნების ბიუჯეტებიდან იქნება გამოყოფილი. საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებული პროექტების იდენტიფიცირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მონაწილეობითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოჯისტიკური ცენტრებისა დასასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. საინვესტიციო გეგმის განხორციელების შედეგად, ყველა ქვეყანაში ერთად დაგეგმილია 48 000 კმ. გზებისა და რკინიგზის მშენებლობა/რეაბილიტაცია, 6 პორტისა და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებას, რეგიონულ განვითარებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის გაუმჯობესებას.

ინფრასტრუქტურის სფეროს ინვესტიციებთან ერთად, საინვესტიციო გეგმა, ასევე მიზნად ისახავს ტრანსპორტის სფეროში ძირითადი რეფორმების განხორციელების და რეგიონში საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ამასთან,საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვანი ბერკეტია მასში წარმოდგენილ პროექტებში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად.
 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^