Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო შპს „სისხლის ბანკზე“: ცდილობს უბედური შემთხვევა მარკეტინგისთვის გამოიყენოს

17 იანვარი, 2019 19:02

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“ შპს "სისხლის ბანკის" განცხადებას გამოეხმაურა. 

„როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღეს შპს „სისხლის ბანკმა“ მოსახლეობას მიმართა სისხლი გაიღონ, რადგან დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

„გუშინ საღამოს კლინიკებს მიმართა 8 პაციენტმა, კერძოდ იაშვილის კლინიკაში იყო 7 დაშავებული ბავშვი, ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა 1 ერთეული სისხლის პროდუქტი, ძალიან ცოტა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას და მათ თავისი მარაგიც აქვთ“,- განმარტა მინისტრმა.

„წუხელ დაკმაყოფილდა, დღეს დილასაც გადაესხა ბავშვს კონკრეტული სისხლის ჯგუფი, მაგრამ შეიძლება შეიქმნას დეფიციტი, ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენ მოსახლეობას რომ გამოიჩინონ ყურადღება და გაიღონ სისხლი არამარტო ბავშვებისათვის, ნებისმიერი პაციენტისათვის. ეს პრობლემა დგას, მოსახლოების აქტიურობა არის ძალიან დაბალი და ყველას ვთხოვთ“,- განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში შპს „სისხლის ბანკის“ დირექტორმა დავით ლოლიაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^