თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური მოტივით არაკომპეტენტურ შეფასებებს აკეთებენ ის პირები, რომლებმაც ვაკის პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცეს, ასევე გაასხვისეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია. „თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყევლაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ დედაქალაქის ის ხიბლი, ის მომხილველობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლელბლობა“, - ამბობს კახა კალაძე.
„ასევე ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეოაბაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში და ზუსტად ეს ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცეს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და გასცა სამშენებლო ნებართვა, ეს არის ის ადმიანები, რომლებიც holiday inn-ის წინ ტერიტორია გაასხვისა და მისცეს მშენებლობის უფლება. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყევლაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ დედაქალაქის ის ხიბლი, ის მომხილველობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლელბლობა“, - განაცხადა კალაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 20-25 წლის განმავლობაში ქალაქში მძიმე შედეგი დადგა და ეს არავისთვის არ არის მისაღები.
___________________________________
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.
„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა", - წერდა „მწვანე ალტერნატივა".
თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის, გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანიას 2013 წლის ნებართვა გაუგრძელდა და ახალი ნებართვის მიღება არ სჭირდებათ.
მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეხვდებიან მერიას და იმ ჯგუფს, ვინც წინააღმდეგი იყო მშენებლობის და ამის შემდეგ გააგრძელებენ სამშენებლო სამუშაოებს.
„5 წელი ველოდით სამართლიანობის აღდგენას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას" - უპასუხა „ლიბერალს" კომპანიის წარმომადგენელმა.
კომპანიის წარმოამდგენელის კომენტარის შემდეგ „ლიბერალი" არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა და 2013 წელს გაცემული ნებართვის ვადებზე შეკითხვა დაუსვა.
მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე, ვიდრე სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება არ ჩაბარდებათ, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის თაობაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
შეკითხვაზე, მოუწევს თუ არა კომპანიას ახალი ნებართვის მოპოვება, გვიპასუხეს, რომ ამ შეკითხვას და სხვა საკითხებსაც, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან არის დაკავშირებული, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ უპასუხებს ქალაქის მერია.