„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში კრედიტების დაგროვების არსებული სისტემა უქმდება და განისაზღვრება გარდამავალი ეტაპი.
სიახლეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და შეფასების მიმართულებით
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისი
დამტკიცდება „მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების წესი“
- სტატუსის მოპოვებისთვის არსებული კრედიტქულების აღიარების ვადად განისაზღვრება 2018-2019 წლის სასწავლო წლის ბოლო;
- მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება 31 დეკემბრამდე ხორციელდება პროფესიული განვითარების გზით:
- დაინერგება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლების შეფასების სისტემა; გაუქმდება თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვადებულება (დარჩება სარეკომენდაციო სახით);
- მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოღებული იქნება სტატუსის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა;
- პროფესიაში კადრების შესვლა შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დაჩქარებული გზით;
- 2019 წლის გაზაფხულიდან მოხდება პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაცია;
ეტაპი 2010-22 წლები
- დამტკიცდება სკოლების შიდა ხარისხის მართვის დიფერენცირებული მოდელები და ინსტრუმენტები;
- სკოლა, მზაობის შემთხვევაში, შეიმუშავებს სკოლის ხარისხის მართვის საკუთარ სისტემას;
შედეგად გაიზრდება სკოლის დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა სკოლაში ხარისხიანი განათლების მიმართულებით. შემცირდება ბიუროკრატია და რეგულაციები.
რა ცვლილებები შევა სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე
მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა - რა ცვლილებები იგეგმება სქემაში