Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო წითელას შესახებ: ეს არის ეპიდაფეთქება და ვაქცინაცია ყველასთვის უფასო იქნება

18 იანვარი, 2019 13:45

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან ერთად წითელას დაავადების შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

სერგეენკოს თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, გვაქვს წითელას 335 შემთხვევა. გრიპის სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიისგან განსხვავებით, წითელას შემთხვევაში ეს უკვე შეიძლება ეპიდაფეთქებად განისაზღვროს. თანაც, სერგეენკოს თქმით, დაავადების შემთხვევები მკვეთრად მატულობს.

„ეს პრობლემა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაისახა, თუმცა ის მდგომარეობა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება, რომელსაც თავისი რეაგირების გეგმა აქვს, თუმცა მედიისა და საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წითელას გავრცელების შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციას შეუძლია. ამიტომ აცრა უფასო გახდება, ინიციატივას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრი დასძენს, რომ მნიშვნელოვანია აცრა გაიკეთოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ზუსტად არ ახსოვს, აიცრა თუ არა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა, მომხდარიყო მასიური კამპანიური აცრა წითელას წინააღმდეგ, რადგანაც ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, ვინც 90-იან წლებში უნდა აცრილიყო გეგმურად, მაგრამ დიდწილად ეს არ ხერხდებოდა ცნობილი მიზეზის გამო. 2008 წლის მდგომარეობით, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი, იმ წელს წარმოებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, ნახევრის - ვერა და ამაში გარკვეული წვლილი მაშინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, დღესდღეობით დაახლოებით 200 000 ადამიანია წითელას იმუნიტეტის გარეშე. მათი უმეტესობა 20-დან 40 წლამდე ადამიანია, ამ ასაკობრივ ჯგუფში კი დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომ ჯანდაცვის მინისტრი მოუწოდებს საზოგადოებას, აიცრან მასობრივად და მოიხსნას რისკი.

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო. მაგრამ გაზრდილი შემთხვევების გამო აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდება.

„წითელას ვაქცინა მაღალი ხარისხისაა და არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ვაქცინა უფასოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. თუკი ვინმეს, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეს, არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან ბავშვობაში გეგმურად ორივე ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^