შესაძლოა, პარტია "ქართული ოცნებას" 199 170 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისროს.
დღეს გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტოვობების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში, საიდანაც ვგებულობთ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულია დარღვევა: - კერძოდ პარტია "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად 99 585 ლარი დახარჯა აგიტაციისთვის ფეისბუქზე.
შესაბამისად, შესაძლოა, "ქართულ ოცნება" ამ აგიტაციის ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.