ორი დღის წინ, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ლიბერალს შსს-ში დაუდასტურეს.
თავდამსხმელები 91 წლის სერგო გიზოიანის სახლში შეიჭრნენ, და როგორც გიზოიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეუბნება, კუთვნილი პენსიის თანხა, 700 ლარი წაართვეს.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მეზობლების თქმით, სერგო გიზოიანი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია.