Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშაა - „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელი

21 იანვარი, 2019 12:33

„რეალობა არის ის, რომ მერია არის საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ. გადასულები არიან ძველებურად, ხელების გადაგრეხვაზე. ნარმანიას შემდეგ იმავეს აკეთებენ ესენიც", - ამის შესახებ „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა. 

თბილისის მერიაში „სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეებმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც ზაქაიძე ამბობს, მერია მათ ვაკის პარკში პატარა რესტორნის მშენებლობას ან მიწის ნაკვეთს გაცვლას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. 

„იმის გამიგრად, რომ [მშენებლობა] დაგვაწყებინონ დროულად, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ პატარა რესტორანი, რომელიც იქ იყო, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი სადღაც. ჩვენ არ გვაქვს სურვილი არც გაცვლის, არც [სხვა რამის].  5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, აღვიდგინეთ ჩვენი უფლებები, მოვიგეთ და დღეს მოვდივართ და გვიშვრებიან ისევ იმავეს", - ამბობს ზაქაიძე.

მისი თქმით, მერია მშენებლობის ნებართვისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე მერია ტექნიკურ ხარვეზებს იმიზეზებს. მისი თქმით, მერიას არანაირი უფლება არ აქვს, რომ მშენებლობის ნებართვა არ გააგრძელოს.

როგორც ზაქაიძე ამბობს, თუ რამდენიმე დღეში მერია მათ ნებართვას არ მისცემს, სასამართლოს მიმართავენ.

„თუ ეს ვალდებულება არ შეასრულა მერიამ და არ აღგვიდგინა მშენებლობის ნებართვა 1 ან 2 დღეში, ჩვენ წავალთ სასამართლოში და იმის გარდა, რომ აღვიდგენთ მშენებლობის ნებართვას, მაგის გარდა ვიდავებთ კომპანიის მიერ მიღებულ ზიანზე, რომელიც ძალიან დიდია", - ამბობს ზაქაიძე.

ვიცე-მერი: „სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

--------------------

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^