
„ჯეოსელისა" და „მაგთის" აბონებტებს მომსახურების ტარიფები გაეზრდებათ.
კომპანია „სილქნეტის" განცხადების თანახმად, „ჯეოსელის" აბონენტებისთვის პაკეტი „მეტი S" 5-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, „მეტი M - 10-ის ნაცვლად 15 ლარი, ხოლო „მეტი უსასრულო" - 25-ის ნაცვლად 30 ლარი.
რაც შეეხება ახალ მობილურ ინტერნეტპაკეტებს, ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
1.5 გბ 6 ლარი, 3 გბ 8 ლარი, 5 გბ 12 ლარი, 8 გბ 15 ლარი, 20 გბ 30 ლარი, 2 გბ დღიური 1,5 ლარი.
„ჯეოსელის" განახლებული ტარიფების სრული ჩამონათვალი შეიძლიათ ნახოთ ბმულზე.
რაც შეეხება „მაგთის", განახლებული ინტერნეტი მობილური პაკეტები ასე გამოიყურება:
1 000 მბ | 3 000 მბ | 5 000 მბ | 20 000 მბ | ულიმიტო |
5₾ | 9₾ | 12₾ | 30₾ | 150₾ |
რაც შეეხება შერეულ პაკეტებს, პაკეტი „მარტივის" ღირებულება 30 ლარი იქნება და მასში ინტერნეტი გიგაბაიტის ნაცვლად გიგაბაიტნახევარი იქნება გათვალისწინებული.
„მაგთის" ტარიფების ჩამომონათვალი ნახეთ ბმულზე.