„მე ვიცავ ვაკის პარკს!“ - კვირას, 27 იანვარს საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი პარტიზანული მებაღეობაა.
„თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შანსი, რომ ერთ ჯაჭვად ვაქციოთ ტერიტორია ინვესტორის ოფისიდან მერიამდე!
და ორივეს ვუთხრათ, რომ ამ ქალაქში გადაწყვეტილებას იღებს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ დაიღლება და ბოლომდე იბრძოლებს ვაკის პარკის დასაცავად!“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.