Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველოს“ წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა

23 იანვარი, 2019 11:55

ევროპის საბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ინიციატიავა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შევიდა, მიზანმიმართული სანქციებით დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

„საერთაშორისო სამართლებრივი ზომებისა და სანქციების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. ევროპარლამენტის და აშშ-ს კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია.

„ევროპული საქართველო“ გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ყველა დამნაშავე უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ თემას მათ შორის ქვეყნის შიგნით და გადახედონ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას, დაამატონ ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დანაშაულის დაფარვაში“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერას ეხება.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია 2018 წლის 21 მარტს 106 ხმით დაამტკიცა.

რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებულად წარადგინეს კენჭისყრაზე.

26 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში 33 პირი შეიყვანეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^