[ვაკის პარკთან] დაკავშირებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ აქტივისტები, ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ მშებელობას, კიდევ ერთხელ მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება ინვესტორი კომპანიის „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას, რომ თბილისის მერია ხელების გადაგრეხაზეა გადასული, კალაძის თქმით, ინვესტორი ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაეგრიხათ და არასწორად მოქცეულიყვნენ.
„ინვესტორთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ის გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვბანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის თბილისელებისა და ქალაქის ინტერსები არის პირველი, ჩვენ არასდროს ინვესტორს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ.... თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ვისთანააც გასდიოდა მას შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები, კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მშვანე სივრცეში - ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობა არ დავუშვათ ვაკის პარკში", - განაცხადა კალაძემ.