თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს თბილისში საცხოვრებელ ბინაში პ.თ-მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლს სცემა.
„სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ პ.თ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა შეფარდებული, 2017 წლის 30 ივნისს დანას ატარებდა.
სამართალდამცველებმა პ.თ. 2017 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 2381 მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.