Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოჭიდავეთა ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას მოითხოვს

23 იანვარი, 2019 18:56

ჭიდაობის ფედერაციაში მოქმედ და ვეტერან მოჭიდავეთა ნაწილმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.

ფედერაციაში შეკრებილები მოითხოვენ, პატიმრობიდან გაათავისუფლონ გუშინ დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. როგორც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, ეს წელი მნიშვნელოვანია მომავალი ოლიმპიადისთვის, ნაკრების წევრებმა კი გეგეშიძის გათავისუფლებამდე ვარჯიში შეწყვიტეს.

„მოხდა დაპირისპირება, რაც ცუდია, რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ, ახლა გავდიოდით შეკრებას დუშეთის ბაზაზე და გეგეშიძის დაკავების შემდეგ, რომელიც გუშინ მოხდა, ბიჭები ყველანი ჩამოვიდნენ შეკრებიდან და არ აგრძელებენ ვარჯიშს. ეს ბიჭების აზრია და სპორტმენებიდან ყველა აქ არის. მის გათავისუფლებამდე შეკრების გაგრძელებას არ აპირებენ“, - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

როყვამ გააკრიტიკა ზურაბ დათუნაშვილიც. ჟურნალისტის შეკითხვაზე - როგორ შეაფასებდა დათუნაშვილის პოზიციას, რომ, თუ გეგეშიძე თანამდებობას არ დატოვებს, ის ქვეყნიდან წავა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ დათუნაშვილის ეს განცხადება მისთვის მიუღებელია, რადგან სპორტმენები ქვეყნის პატრიოტები არიან.

ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ დათუნაშვილს გარიყულობის შეგრძნება ჰქონდეს და ამ დავას მოჭიდავეთა წრეში გადაწყვეტენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ კი განაცხადა, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს ზურაბ დათუნაშვილს და სთხოვეს, არ შეეწყვიტა ვარჯიში, ამის გამო, მას მოძღვარიც დაელაპარაკა, თუმცა უშედეგოდ.

ლუკა კურტანიძის თქმით, გეგა გეგეშიძე როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა ჩემპიონატის გამართვაზე. დათუნაშვილის პროტესტისა და არეულობის შემდეგ კი ამ პასუხისმგებლობის გამო უბრალოდ ემოციებს აჰყვა.

როცა ზურა პროტესტს აცხადებდა, ამას მოჰყვა ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს განიცდის ფედერაციის ხელმძღვანელი, ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, თითოეულ ჭანჭიკზე და ეს განცდა, სურვილი, რომ ყველაფერი კარგად ჩატარებულიყო. თქვენთვის, დანარჩენი საქართველოსთვის ეჩვენებინა ჩემპიონატი, ამ პასუხისმგებლობამ გამოიწვია ის ემოცია. რა თქმა უნდა, ამ ემოციას თითოეული ჩვენგანი განიცდის, მაგრამ ეს არ იყო განზრახული დანაშაული“, - განაცხადა ბრიფინგზე ლუკა კურტანიძემ.

მოჭიდავეების თქმით, ისინი ენდობიან გამოძიებას, მაგრამ ვარჯიშის გასაგრძელებლად მოითხოვენ, რომ გეგა გეგეშიძე პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^