Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩინჩალაძის მხარდაჭერა არის წყალგამყოფი - ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილთან სხდომის დაწყებამდე

24 იანვარი, 2019 11:25

„ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან. უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, პირველ რიგში შეეცდებიან, დაარწმუნონ კოლეგები, რომ ღირსეულად დანიშნული მოსამართლეები ქვეყნისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, თითით საჩვენებელი ადამიანები, რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წევრობისთვის, რასაც ვერ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი. 

ის, რომ მერე რა, ჩინჩალაძე გავიდეს მოსამართლედ,  არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა. ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, 2012 წლის 1 ოქტომბრის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც არის დღევანდელი პარლამენტი. ეს საკითხი არის წყალგამოყოფი, პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ დაატოვებინებენ უმრავლესობის რიგებს, გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^