Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში NGO-ები არ შევლენ

24 იანვარი, 2019 13:39

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში არ შევლენ  და პარლამენტს მიმართავენ, არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას,- ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ თანამდებობები დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ნომინირებაში. მათივე თქმით, სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად შეიქმნა, საზოგადოების ნდობა არ ექნება, რის გამოც მათი მხრიდან ამ ჯგუფში მათივე მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას.

რაც შეეხება კოალიციის მიერ წარდგენილი წინადადებებს, მიგვაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა. არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

▪ დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;

▪ არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;

▪ პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა", - აცხადებენ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^