Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია: მე ვხედავ სასამართლოს თემაზე კონსენსუსის შესაძლებლობას

24 იანვარი, 2019 16:35

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ თქვა, განიხილეს უზენაესი მოსამართლეების საკითხი.

მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეები, ჯერჯერობით, ერთიან პოზიციაზე არ შეჯერებულან, „ოცნების“ ოფისში შეხვედრა ხვალაც იქნება და შესაძლოა, მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს. ბესელია პოზიციის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და კონსენსუსის შესაძლებლობას ხედავს.

„მე მაქვს იგივე პოზიცია იმ სიასა და პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც გიზიარებდით. ამ პოზიციას არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, როგორი უნდა იყოს კრიტერიუმები, ამაზე, ალბათ, ყველა შევჯერდებით და მერე გიპასუხებთ. რამდენიმე პრინციპული საკითხია:

პირადად ჩემთვის პრინციპულია ის, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომლებსაც ექნებათ პროფესიული ეთიკის ძალიან მაღალი სტანდარტი. მაღალი სტანდარტი მორალის, წარსულის და არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი ძალადობრივ სისტემასთან.

პროცესი მაქსიმალურად უნდა გადმოვიდეს პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, რათა იუსტიციის საბჭო არ გახდეს ბარიერი იმისთვის, რომ რეალურად მიმდინარეობდეს შერჩევის პროცესი.

ეს არის ჩემი ინდივიდუალური პოზიცია, რომელსაც იზიარებს ალბათ გუნდის ნაწილიც“, - თქვა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ეკა ბესელიამ პოზიტიურად შეაფასა დღევანდელ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილის როლიც. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე კარგად უძღვებოდა სხდომას, იყო მედიატორი „არც თუ ისე იოლ სხდომაზე“ და მისცა ყველაფრის თქმის შესაძლებლობა.

ასევე, ეკა ბესელიას თქმით, შეხვედრაზე არ დასმულა პარტიიდან მისი გარიცხვის საკითხი. „კითხვები  გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე - ეს საკითხები საერთოდ არ დასმულა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

რაც შეეხება ივანიშვილის ბოლო განცხადებას უმრავლესობაში გუნდურობის პრინციპის დარღვევაზე, ბესელია ამბობს, რომ შეხვედრის შინაარს არ მოჰყვება, თუმცა იყო მსჯელობა განვლილ პროცესებზე და ივანიშვილმა კოლეგიალურად, კონსტრუქციულად წაიყვანა სხდომა.

„თავად პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თქვა, რომ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, შევჯერდეთ და მანამდე განვიხილოთ საკითხი, სანამ არ მივალთ კონსენსუსამდე. მე დღეს დავინახე კონსენსუსის შესაძლებლობა.

არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. გამოვიყენოთ ხვალინდელი დღე. იქნებ შევთანხმდეთ უმრავლესობა. მაგრამ თუ ვერ შევთანხმდებით, მე მრჩება თავისუფლება, რომ დავრჩე ჩემს პოზიციაზე. ვერავინ დამაძალებს შევცვალო ჩემი პრინციპული პოზიცია. ხმა მივცე იმ ადამიანებს, რომლებსაც ვებრძოდი რეჟიმის ცვლილებისას“, - თქვა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე მოუწოდა იუსტიციის საბჭოს, დისციპლინური წესით განიხილოს მეთოფიშვილის საკითხიც. რომელმაც პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე თავისი პოზიცია გამოხატა.

„მე მგონია, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა იმსჯელოს დისციპლინური წესით მეთოფიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც გაიხადა მანტია და შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში. მივმართავ იუსტიციის საბჭოს, განიხილოს დისციპლინური წესით მეთოფიშვილის საკითხი“, - თქვა ბესელიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^