Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორია აღმაშენებლის გამზირზე საკვები ობიექტების ეთნოკულტურული პროფილი - გია ნოდია

24 იანვარი, 2019 17:10

პოლიტოლოგი გია ნოდია Facabook-ზე წერს, რომ მან აღმაშენებლის გამზირზე შეისწავლა საკვები ობიექტების ეთნოკულტურული პროფილი. მისი თქმით, შეისწავლა ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ცნობილია თურქული კაფეების სიჭარბით. 

„ეს ის მონაკვეთია, რაც „ნაცებმა" დაარესტავრირეს და ცნობილია თურქული კაფეების სიჭარბით (ამ ორ ფაქტს შორის არის თუ არა კორელაცია, ვერ გეტყვით). დავითვალე მხოლოდ უშუალოდ ქუჩაზე გამომავალი ობიექტები, გვერდითი ვიწრო ქუჩები დავაიგნორე.

შედეგები ასეთია:

სულ 22 ობიექტია, აქედან: 

  • ქართული - 7
  • თურქული - 6
  • ინდური ან ინდოპაკისტანური - 2
  • ამერიკული - 2 
  • იტალიური - 2 
  • ირანული - 1
  • გაურკვეველი - 2. 

(იმედია, ჩემზე უფრო მოწადინებული მკვლევრები გაარკვევენ „მაჯიქ ფიშისა“ და „კასაბლანკას“ ეთნოკულტურულ პროფილს. ამ ეტაპზე ჩემი კვლევის ხარვეზად დარჩეს).

ვინც აღმაშენებელზე და ზოგადად თბილისში ხშირად არ სეირნობთ, გეტყვით, რომ სწორედ ეს მონაკვეთი ითვლება თბილისის ყველაზე უფრო „გათურქებულ“ ნაწილად. თურქული რესტორნების ასეთი სიჭარბე სხვაგან არსადაა.

აღმაშენებლის, ასე ვთქვათ, „ქოცურ“ მონაკვეთზე მარჯანიშვილის ქუჩიდან ვორონცოვამდე იმდენი კაფე-რესტორანია, რომ სპეციალური გრანტის გარეშე ვერ დავითვლი, მაგრამ იქ თურქულების თუ ირანულების წილი აშკარად ნაკლებია (თუმცა ერთი-ორი იქითაც არის),

თქვენ განსაჯეთ, რამდენად დიდ საფრთხეშია აღმაშენებლის გამზირის ქართული იდენტობა. მე მხოლოდ ნედლ მასას გაწვდით“, - წერს  გია ნოდია. 

დავით აღმაშენებლის გამზირს ხშირად მოიხსენიებენ „თურქულ“ უბნად. 2016 წელს აღმაშენებლის გამზირზე „ქართული მარშის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირზე ქსენოფობიური შეძახილებით გამოირჩეოდნენ.

ფოტო - ნაციონალისტები აღმაშენებელზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^